 |
|
 |

საქართველოს დედაქალაქში - თბილისში შეიძლება მოხვდეთ საავიაციო რეისებით.
მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შეიძლება იმგზავროთ საავტომობილო ან
სარკინიგზო გზებითაც, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან - საქართველოს სამხედრო გზით,
რომელიც იწყება ქ. ვლადიკავკაზში, მიყვება თვალწარმტაც დარიალის ხეობას, ჯვრის
უღელტეხილით გადაკვეთს კავკასიონის ქედს და არაგვის ხეობით უკავშირდება საქართველოს
დედაქალაქს.
ქ. თბილისიდან სვანეთში (მესტია) შეიძლება გაემგზავროთ:
- მატარებლით ქ.ზუგდიდამდე, ხოლო ზუგდიდიდან მიკროავტობუსით მესტიამდე. ზუგდიდში მესტიაში წამსვლელი მიკროავტობუსების და ავტომანქანების
სადგომი მდებარეობს "სვანურ კოშკთან".
- შესაძლებელია თბილისიდან მესტიამდე იმგზავროთ თვითმფრინავითაც. საჰაერო მიმოსვლა
განახლდება სავარაუდოდ 2007 წლის ივლისიდან. მგზავრობის
ტარიფები 2007 წლის ივნისისთვის ასეთია:
- ყოველდღიური მატარებლით მგზავრობა ზუგდიდამდე რბილი ვაგონით, 2 ადგილიანი კუპე - ერთი
კაცი – 10-15 ლარი
- 4 ადგილიანი კუპე – 10 ლარი
- მგზავრობა ზუგდიდიდან მესტიამდე მიკროავტობუსით ერთი კაცი – 15 ლარი.
(მიკროავტობუსი გადის ყოველდღე ადგილების შევსების შემდეგ).
- მგზავრობა ზუგდიდიდან მესტიამდე ავტომანქანით - ერთი კაცი 15 ლარი ("ვილისი"), 20 ლარი - "ნივა"
- მგზავრობა თბილისიდან მესტიამდე მიკროავტობუსით ერთი კაცი - 25 ლარი(ყოველდღე).
მგზავრობა მესტიის რაიონის ფარგლებში მაღალგანვლადობის მანქანებით
|
მარშრუტი |
მანძილი
ორმხრივი, კმ |
ავტომანქანის ქირავნობის ღირებულება
(ლარი) |
| 10-ადგილიანი |
6-ადგილიანი |
4-ადგილიანი |
| მესტია-უშგული-მესტია |
96 |
150-170 |
130-150 |
115-135 |
| მესტია-კალა-მესტია |
66 |
120-150 |
110-140 |
100-120 |
| მესტია-ადიში-მესტია |
80 |
150-170 |
130-155 |
115-135 |
| მესტია-წვირში-მესტია |
50 |
130-150 |
100-120 |
80-105 |
| მესტია-იელი-მესტია |
50 |
130-150 |
100-120 |
80-105 |
| მესტია-მულახი-მესტია |
30 |
100-120 |
80-105 |
80-105 |
| მესტია-მაზერი-მესტია |
60 |
100-120 |
100-120 |
80-105 |
| მესტია-ლატალი-მესტია |
20 |
75-95 |
75-95 |
60-90 |
| მესტია-ლენჯერი-მესტია |
10 |
50-70 |
50-70 |
50-70 |
| მესტია-ნაკრა-მესტია |
90 |
150-170 |
130-155 |
115-135 |
|