მარშრუტი მიყვება მდინარე ტვიბერის ხეობას სოფელ ჟაბეშიდან ჩრდილოეთით და გადის ყვითლოდისა და ტვიბერის მყინვარებამდე. მარშრუტის სიგრძე 5,5 კმ-ია, დონეთა სხვაობა 730 მ, ხანგრძლივობა - 6 საათი.

 
მარშრუტი შედგება ორი - მარტივი, დაახლოებით ხუთნახევარკილომეტრიანი და რთული, სამკილომეტრიანი მონაკვეთისაგან. დონეთა სხვაობა პირველ მონაკვეთზე შეადგენს 230 მ-ს, მეორეზე - 870 მ. მარშრუტის გავლის საერთო ხანგრძლივობა - 8-9 საათია...


მარშრუტი საშუალებას იძლევა გავეცნოთ უშგულის თემის უნიკალურ არქიტექტურულ და საკულტო ძეგლებს და ასევე მის მკაცრ და ლამაზ გარემოს უშგულიდან მდინარე ენგურის სათავემდე. მარშრუტის სიგრძე - 9 კილომეტრია, ხანგრძლივობა - 5-6 საათი.

 
მარშრუტს მივყავართ მწვერვალ ჩათინის მისადგომებთან, ჭალაადის მყინვარის ენამდე. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 6 კმ-ია, ხანგრძლივოა - 5-6 საათი.

 
მარშრუტს მივყავართ მწვერვალების ბუბასა და თბილისას მისადგომებთან, საიდანაც მყინვარების ფონზე გადაიშლება უკიდეგანო ალპური მდელოების პანორამა.
მარშრუტის სიგრძე - 6 კმ-ია, დონეთა სხვაობა - 800 მ, მგზავრობის ხანგრძლივობა 4-5 საათი. მარშრუტი თავისუფალია, ანუ რელიეფი საშუალებას აძლევს ტურისტს თავისი შეხედულემისამებრ შეკვეცოს ან დააგრძელოს მარშრუტი.

 


მარშრუტი კვეთს სვანეთის ქედს და ზემო სვანეთიდან (მდ. ენგურის ხეობა) გადადის ქვემო სვანეთში, მდ. ცხენისწყლის ხეობაში, ან პირიქით. მარშრუტის სიგრძე 13 კმ-ია, მგზავრობის ხანგრძლივობა, ქვეითად 11-12 საათი; უმაღლესი ნიშნული - ლატფარის უღელტეხილი - 2820 მ, საწყისი ნიშნული (სოფ. დავბერი) - 1780 მ. ბოლო - 1250 მ (სოფ. ჭველფი). მგზავრობა შეიძლება ცხენითაც.

 

მარშრუტი გადის მთავარი კავკასიონის გასწვრივ და საქართველოს ორ მაღალმთიან კუთხეს - სვანეთსა და რაჭას მოიცავს. მარშრუტის სიგრძე - 28 კმ-ია, მგზავრობის ხანგრძლივობა - 2 დღე; უმაღლესი წერტილი ვაცისწვერის უღელტეხილი - 2900 მ: საწყისი და ბოლო წერტილები: ზესხოს ალპური ბანაკი (ქვემო სვანეთი) - 1840 მ, სოფ. ღები (რაჭა) - 1500 მ.

 
საცხენოსნო მარშრუტი სამდღიანია და ითვალისწინებს ღამის თევას სოფელ ადიშში და იფრალში. მარშრუტის სიგრძე 30-40 კილომეტრია. იგი ორ უღელტეხილზე გადის და ხასიათდება ცვალებადი ჰიფსომეტრიით - მაქსიმალური სიმაღლე 2700 მ-ია, მინიმალური - 1690.
 
მარშრუტზე გავეცნობით ენგურის ხეობის ულამაზეს გარემოს და წვირმის თემში შემავალ სოფლებს.
 
მარშრუტი წრიულია, იგი მიზნად ისახავს მესტიის შემოგარენისა და მისი ისტორიული უბნების - ლეხთაგისა და ლანჩვალის გაცნობას.
 
მარშრუტი აკავშირებს დაბა მესტიას ბეჩოს თემის სოფლებთან მდ. დოლრას აუზში. მარშრუტის გაყოლებაზე მუდმივად ჩანს კავკასიონის ერთერთი მიუვალი და მკაცრი უშბა-მაზერის მთიანი მასივი. ეს მარშრუტი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ასე გაახლოებთ უშბას.
 
მარშრუტი ტყის მასივებისა და ალპური მდელოების გავლით ბეჩოს თემიდან ბაკის უღელტეხილით გადადის ეცერის თემში.
 
მარშრუტი ლატფარის უღელტეხილით აკავშირებს ზემო სვანეთის ყველაზე მაღლა მდებარე უშგულის თემის სოფლებს ქვემო სვანეთის სოფელ მამთან. იგი საშუალებას იძლევა დაბრუნდეთ თბილისში ახალი გზით სვანეთის ქედის ულამაზეს გარემოსა და ლენტეხის გავლით, რაც 120 კმ-ით ამოკლებს მანძილს თბილისამდე.

Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.