არასამთავრობო ორგანიზაცია სვანეთის სამთო ტურიზმის ცენტრი (სსტც) ჯერ-ჯერობით აერთიანებს ზემო სვანეთის ექვსი თემის (ბეჩო, მესტია, მულახი, იფარი, კალა, უშგული) მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც სურვილი გამოთქვა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სვანეთში სამთო ტურიზმის განვითარების სფეროში.
სსტც-ს წევრები მზად არიან მასპინძლობა გაუწიონ ტურისტებს, მოემსახურონ ავტოტრანსპორტით, ცხენით ან ქვეითად გადაადგილებისას, უზრუნველყონ მათი მეგზურობა მარშრუტზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაუწიონ პირველადი სამედიცინო დახმარება.

სვანეთში თქვენ მეგზურობას გაგიწევთ ადგილობრივი გამოცდილი მთამსვლელები.

ზემო სვანეთის მოსახლეობა მისდევს მიწათმოქმედებასა (სიმინდი, კარტოფილი) და მესაქონლეობას. ბეჩოს თემში გავრცელებულია მეფუტკრეობაც. უფრო მაღალმთიან სოფლებში წამყვანი როლი უკავია მესაქონლეობას. ასე რომ, სოფლის მეურნეობის მოყვარულებს საშუალება მოგეცემათ ახლოს გაეცნოთ სვანეთისათვის დამახასიათებელ ნატურალურ მეურნეობას.



Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.