გიორგი ნიკოლაძე (1888-1931)

თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოში ფეროშენადნობების წარმოების ორგანიზატორი; მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ქართული ტექნიკური, მათემატიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შემუშავება.

ნიკოლაძის თავკაცობით შეიქმნა სპორტსაზოგადოება "შევარდენი", რომელიც მასობრივ სპორტულ მოძრაობად გადაიქცა; ნიკოლაძე იყო საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ტურიზმისა და ალპინიზმის განყოფილების დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელი.

გ.ნიკოლიძის სახელს ატარებს ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა, უმაღლესი მწვერვალი პამირში, ხაშდარის ქედზე.

უკან









Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.