
ლატალის თემი
მესტიიდან ლატალამდე დაახლოებით თხუთმეტი წუთის სამანქანო გზაა. ეს ერთდროს
უბატონო სვანეთის საზღვარზე მდებარე თემი, ყოველთვის კარგად იყო გამაგრებული.
მის ქვემო მისადგომებს თავადი დადეშქელიანები ფლობდნენ: ბეჩოს, ეცერის, ფარის,
ჩუბეხევის, ცხუმარის და ლახამულას თემები. ბატონებისაგან თავის დასაცავად აქ
მრავალი საბრძოლო კოშკი აუგიათ, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილა. ლატალში
შეიძლება შეგხვდეთ აგრეთვე შუასაუკუნეების დროინდელი გამაგრებული ტიპის
ნაგებობები.
მასპინძელი ოჯახები ლატალის თემში
(დააჭირეთ სურათზე გასადიდებლად)
ლატალში მეტწილად დანგრეული, ოცდახუთამდე საგვარეულო ეკლესიაა. ბევრი მათგანი
გზისგან მოშორებით, მთაშია აგებული. მათგან ყველაზე ცნობილია – მაცხვარი,
მაცხოვრის ეკლესია (სოფ. მაცხვარიში), ტარინგზელი, მთავარანგელოზის ეკლესია
(სოფ. მაცხვარიში), ჯგრაგი, წმინდა გიორგის ეკლესია, (სოფ. ლანკვამი) და იენი
(სოფ. იენაში).
მაცხვარის ეკლესია ამაღლებაზეა
აგებული, რომლის ძირში მთავარი გზა გადის. ეკლესია XI – XII საუკუნეებისაა, ხოლო ოთხ
ბოძზე განლაგებული სამრეკლო XVII – XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.
მაცხვარი ლატალის მთავარ
ტაძარს წარმოადგენს. მაისის თვეში მოსახლეობა ფუსდის (ფუსდ-ხანილითვალის) დღესასწაულს
ზეიმობს, რომელიც ფუსდიდან ხარის დაბადებას აღნიშნავს.
მაცხვარი მოიხატა
1142 წელს მიქაელ მაღლაკელის მიერ. გარდა სახარების ტრადიციული სიუჟეტებისა, ამ ეკლესიაში
ნახავთ საინტერესო და განუმეორებელ ფრესკას, რომელზეც გამოსახულია დავით აღმაშენებლის
ვაჟის, მეფე დემეტრე I-ის, აღსაყრდრება. იგი ერთადერთია დღემდე შემორჩენილ ფრესკათაგან,
რომელმაც შემოგვინახა მეფე დემეტრე I-ის, იგივე ღირსი დამიანეს, საგალობლის "შენ ხარ
ვენახი" ავტორის, გამოსახულება.

მაცხვარის ეკლესია

ტარინგზელის ეკლესია
|
|