დაბა მესტია

დაბა მესტია, ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარეების, მესტიაჭალისა და მულახულას შესართავთან, იგი შემორკალულია – სამხრეთიდან ზურულდის ქედით, ჩრდილოეთიდან – ცხაკვზაგარის მთით, აღმოსავლეთიდან – ბანგურიანის მთიანი მასივით. დასავლეთით იშლება პანორამა მწვერვალ ლაილაზე.

მესტიაში მასპინძლობას გაგიწევთ ოჯახური სასტუმრო სახლები საშუალო დონის ინფრასტრუქტურით.

მასპინძელი ოჯახები მესტიაში

(დააჭირეთ სურათზე გასადიდებლად)

ვახტანგ ფილფანი, მესტია

ბესარიონ გულედანი, მესტია, 4 ადგილი
ოჯახის წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე

ეკა ჩართოლანი, მესტია, 6 ადგილი
ოჯახის წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე

ეთერი გუჯეჯიანი, მესტია, 4 ადგილი

ქართლოს რატიანი, მესტია, 4 ადგილი

მალხაზ არღვლიანი, მესტია, 6 ადგილი (ტელ.: 899-25-90-80)

როინ გოშთელიანი, მესტია, 6 ადგილი
ოჯახის წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე

ტარიელ ხერგიანი, მესტია, 5 ადგილი

ციური გაბლიანი, მესტია, 6 ადგილი
ოჯახის წევრი საუბრობს ინგლისურ და გერმანულ ენებზე
(ტელ.: 899-56-93-58)

ვახტანგ ნაკანი, მესტია, 12 ადგილი
ოჯახის წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე

ზოია ჩართოლანი, მესტია, 6-8 ადგილი

ელგუჯა ჟორჟოლიანის სახლი
ქეთევან ნიგურიანის სახლის ეზო-გარემო
ნუგზარ ნიგურიანის სახლი
ლალი ჩართოლანის სახლი
მურმან დადვანის სახლი
ზოია ჩართოლანის სახლი
ლამარა ნიგურიანის სახლი
(ტელ.: 899-30-24-57)

თქვენ საშუალება გეძლევათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გარემო და თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაზღვროთ მესტიაში თქვენი მომავალი სამყოფელი.

მესტიაში შეგიძლიათ მოინახულოთ:

  • სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  • არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის ექსპოზიცია;
  • მარგიანების საგვარეულო სვანური საცხოვრებელი კომპლექსი;
  • საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი;
  • ცნობილი სამთო მოთხილამურის, ბორის კახიანის სახლ-მუზეუმი;
  • მესტიის მახლობლად მდებარე ზარგააშის ანტიკური ხანის სამთამადნო წარმოების ჭაბურღილი.

აგრეთვე საშუალება გეძლევათ გასინჯოთ სხვადასხვა შემადგენლობის მინერალური წყალი, რომელთა წყაროები მესტიის შემოგარენში მრავლად მოიპოვება.

სასურველია მოინახულოთ ჰაწვალის მთის კალთებიც, საიდანაც თქვენს თვალწინ გადაიშლება მთავარი კავკასიონის ულამაზესი პანორამა.

და ბოლოს, გიწვევთ ჩვენთან - სვანეთის სამთო ტურიზმის ცენტრში, რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში, სტალინის შესახვევში N 7, მთავარი მოედნიდან 200 მ-ის დაშორებით. ცენტრი ყოველთვის გულღიად გიმასპინძლებთ, გაგაცნობთ ცენტრში მუდმივად მოქმედ სვანური ხალხური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას და გაგიწვევთ საჭირო კონსულტაციას.

მესტიიდან შეიძლება იმოგზაუროთ "ჭალაადის" მარშრუტით, რომელიც მდინარეების მესტიაჭალისა და ჭალაადის ხეობების გავლით მწვერვალ ჩათინის კლდოვან მასივში მიგიყვანთ, სადაც ფორმირდება ჭალაადის მყინვარი.



Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.