მაკრინე ქურდიანი - "უშბის დიასახლისი"
ოციანი წლებიდან მაკრინე ქურდიანის სახლი იყო სვანეთის ყველა სამეცნიერო და ალპინისტური
ექსპედიციის თავშესაფარი.
პირველ რიგში მარცხნიდან: მაკრინე ქურდიანი,
ეგნატე გაბლიანი - სვანეთის დიდი ამაგდარი;
ალიოშა ჯაფარიძე - ცნობილი ალპინისტი და სვანეთში პირველი ჰიდროლოგიური
კვლევების თავკაცი. მის სახელს ატარებს საბჭოთა სივრცეში პირველი - საქართველოს
ალპური კლუბი;
პროფ. ლევან მარუაშვილი - ცნობილი გეოგრაფი და გლაციოლოგი;
II რიგში: სანდრო გვალია - საქართველოში სამთო-სათხილამური სპორტის პიონერი
და პოპულარიზატორი;
ანდრო აბაშიძე - ექიმი;
ალექსანდრა ჯაფარიძე – მთამსვლელი, სვანეთში მეტეოროლოგიური კვლევების
ინიციატორი,
პროფ. სოსო ასლანიშვილი - ერთ-ერთი პირველი სპორტის ოსტატი მთამსვლელობაში,
სვანეთში ჩიყვის პრობლემის მკვლევარი, თბილისის ენდოკრინოლოგიური კლინიკა
მისი სახელობისაა;
III რიგში: მთამსვლელი გიო ნიგურიანი და იაგორ კაზალიკაშვილი,
1934 წლის უშბის პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილენი,
გერმანე მემანიშვილი – ოჯახის უფროსი.
(ვანო ჯაფარიძის არქივი)
უკან
|