
მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები
მარშრუტი ტყის მასივებისა და ალპური მდელოების გავლით ბეჩოს თემიდან
ბაკის უღელტეხილით გადადის ეცერის თემში.
არშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 15 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 6-8საათი,
მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/საბოლოო 1700/1450 მ
უმაღლესი ნიშნული: 2460 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე, ხის ბოძებზე
მარშრუტის სახეობა: ქვეითი, საცხენოსნო
სიგრძე: 15 კმ
მგზავრობის ხანგრძლივობა (ქვეითად): 6-8 საათი
მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/საბოლოო 1700/1450 მ
უმაღლესი ნიშნული: 2460 მ
გზის სახეობა: ბილიკი, სამარხილე გზა
სასურველი პერიოდი: 1 ივნისი - 15 ოქტომბერი
მარკირება: ხეებზე, ლოდებზე, ხის ბოძებზე 
|
 |
მარშრუტის დეტალური აღწერილობა
მარშრუტი იწყება სოფელ მაზერის ცენტრში დაყენებულ რკინის სანიშნე
ბოძიდან, ეშვება მდინარე დოლრას მიმართულებით, გადადის დოლრას ხიდზე,
სადაც გზა ორად იყოფა. აქ დაყენებულ რკინის სანიშნე ბოძიდან მარშრუტი
სამარხილე გზით გრძელდება ხელმარცხნივ მდინარის დინების მიმართულებით
სოფელ ტვებიშისაკენ (1). სოფლის თავზე გზა გადის ღელეში, უხვევს
მარცხნივ და ციცაბო აღმართით შედის ნაძვნარში (2). სიმაღლის მატებასთან
ერთად ტყე მეჩხერდება, ზემოთ და ზემოთ ჭარბობს ფოთლოვანი ტყე.
მარშრუტიდან უკან, ვიდრე უღელტეხილამდე მუდმივად ჩანს უშბა და მაზერი.
2230 მ მარშრუტი გადის მინდორში (3). აქედან მარკირებისათვის
შიგადაშიგ გამოიყენება ხის ბოძები. ამგვარი პირველი ბოძიდან (4)
სამხრეთით ჩანს სვანეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - უშბა-მაზერის
მთიანი მასივი, აღმოსავლეთით - მდინარე დოლრას ხეობა და ბეჩოს თემის
სოფლები, ხოლო პირდაპირ ბორცვზე ერთნავიანი ეკლესია (5), საითაც
სამარხილე გზა მიემართება.
ეკლესიიდან მეჩხერი არყნარის გავლით ვიღებთ სიმაღლეს. 2300 მ-ზე (6)
გზა ოდნავ გაივაკებს, უხვევს მარჯვნივ და შემდეგ ისევ ადის აღმართში.
ეს ბოლო დამღლელი აღმართია, ჩვენ ბაკის უღელტეხილზე (7) ავდივართ.
უღლტეხილიდან სამარხილე გზა ცვალებადი რელიეფით როდოდენდრონის
ბუჩქნარში გადის. სიმაღლე მერყეობს 2400-2450 მ ნიშნულებს შორის.
2450 მ-დან, სადაც დასმულია ბოლო ხის სამარკირე ბოძი (8), ვეშვებით
ეცერისაკენ. ჩრდილოეთოთ ჩანს ჩირინდის მთიანი მასივის დათოვლილი
კლდოვნი მწვერვალი და ალპური ქედები. ძირითადად ვმოძრაობთ ალპურ
მდელოებზე (9). მარკირება კეთდება ლოდებზე და კლდეებზე. ჩაუვლით ეცერის
თემის სოფლებს (10) - ჩერილს, ბარშს, კურაშს, ისკარს და სულ მალე
გავდივართ ზუგდიდი-მესტია საავტომობილო გზაზე, სადაც ავტომობილის
მოსაცდელ ბაქანთან დგას სანიშნე ბოძი (11). სიმაღლე 1450 მ-ია.
|
|