ღირშესანიშნაობები

მე-XX საუკუნის დასაწყისში ტვიბერის აუზში იკრიბებოდა ჩრდილოეთის ცირკის მყინვარები (სერი, ტვიბერი, თოთი, ბაშილი, ძინალა) და აღმოსავლეთიდან მომავალი ყვითლოდის მყინვარი. ეს თოვლ-ყინულოვანი სისტემა საქართველოში ყველაზე მძლავრ ერთიან გამყინვარების ზონას ქმნიდა.
გასული საუკუნის მანძილზე მყინვარებმა შესამჩნევი დეგრადაცია განიცადეს - ისინი მაღლა მთებისაკენ იწევენ. შედეგად სერის მყინვარმა დაკარგა აქტიური კონტაქტი ტვიბერთან - მათი შეერთების ადგილი მორენული მასითაა ამოვსებული. მსგავსი სურათია ტვიბერისა და ძინალის მყინვარების შესართავთან. ყვითლოდის მყინვარი 700-800 მეტრით დაშორდა ტვიბერს და ა.შ.
სამწუხაროდ, მყინვარების დისპერგირების პროცესი გრძელდება.































Copyright ©, 2006, ყველა უფლება დაცულია.