
უშბა-შხელდა-მაზერის მასივი თავისი სიდიადით გამორჩეულია მთელ კავკასიონზე.
ევროპელები აღნიშნავენ, რომ ალპებში მატერხორნია სიმკაცრისა და სილამაზის სიმბოლო
კავკასიონზე კი - უშბა.
სოფელ მაზერში შემორჩენილია თავად დადეშკელიანების რეზიდენცია - ციხე-კოშკი,
გალავანი და სახლი.
მაზერიდან ჩრდილოეთით, ერთ კილომეტრში მდ. დოლრას მარცხენა ნაპირზე იწყება
შიხრის ველი, რომელიც ცნობილია მინერალური წყლებით.
|
|