
ღირშესანიშნაობები
მარშრუტი საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ მთავარი კავკასიონის ულამაზესი რაჭა -
სვანეთის უბანი.
მდ. ზოფხიტურას ხეობაში, ნასოფლარ ბრილის მიდამოებში აღმოჩენილია უძველესი
სამთო - მეტალურგიული წარმოების ნაშთები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ ანტიკურ
ეპოქაში განვითარებული იყო სპილენძ - ბრინჯაოსა და ოქროს წარმოება.
სოფელი ღები მთის რაჭის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში
ცნობილმა იტალიელმა მთამსვლელმა, მოგზაურმა და ფოტოხელოვანმა ვიტორიო სელამ ღებში
დააფიქსირა ათეულობით კოშკი და დუროიანი სახლი.
სამწუხაროდ, ამჟამად მხოლოდ მათი კვალიღაა შემორჩენილი.
|
|